CT200H - დეტალური განხილვა, დადებითი და უარყოფითი მხარეები

აქ წესით უნდა ყოფილიყო ტექსტი ვიდეოს შესახებ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მინდა გამოვეხმაურო ერთ ამბავს დემეს და ლადოს გარდაცვალება დიდი შოკი იყო ყველასთვის ვისაც დრაგისთვის ერთხელ მაინც უყურებია. შეიძლება პირადად მე არ ვიცნობდი არც-ერთს, მაგრამ დემე სანდროს ძალიან ახლო მეგობარი იყო, ისიც ავტოენთუზიასტი გახლდათ და ამასთან ასაკით ტოლები ვართ. ამ მიზეზების გამო ჩემზეც ისევე იმოქმედა ამ ამბავმა როგორც მის ყველა მეგობარზე. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახებს და მეგობრებს მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ იგაზავებთ ბანზე და ქუჩებში, მაგრამ თუ მაინც გაზაობთ ნუ აიღებთ სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას და ნუ იგაზავებთ მგზავრით. არავის ნდომებია ვინმეს სიკვდილი, უბრალოდ ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ სხვის შეცდომებზე ჩვენ ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ რომ მომავალში მსგავსი რაღაცეები ავირიდოთ. ნათელში იყოს მათი სულები და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას

მსგავსი ვიდეოები