იაფი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა

თურქეთიდან წამლების იმპორტში შექმნილი შეფერხებები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია. აფთიაქებში ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების დეფიციტი იყო, თუმცა ამ დროისთვის მარაგები უკვე შეივსო. ბოლო მონაცემებით, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში 400-ზე მეტი დასახელების პრეპარატია შემოტანილი. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდეს. საკმაოდ დიდია დანაზოგიც - თურქული დაბალფასიანი მედიკამენტების შეძენით მოქალაქეებს ოთხ თვეში 51 მილიონით ნაკლები თანხა აქვთ გადახდილი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები