აშშ-უკრაინას შორის სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულება გაფორმდა

დოკუმენტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღმავებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, დოკუმენტით “განისაზღვრება საერთო პრიორიტეტები, გაღრმავდება უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დახმარებას გაუწევს“. „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწაფებებისადმი ურყევია“,- განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.

მსგავსი ვიდეოები