შეხვედრა შალვა ამონაშვილთან


🔸 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სხვადასხვა აქტუალური საკითხის თაობაზე.

🔸 16 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული მორიგი შეხვედრა ჰუმანურ პედაგოგიკას მიეძღვნა.

🔸 შეხვედრას უძღვებოდა ბატონი შალვა ამონაშვილი - აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი.

🔸 შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები.

🔸 შეხვედრაზე იმსჯელეს ჰუმანიზმის რაობაზე, ჰუმანური პედაგოგიკის არსსა და მნიშვნელობაზე, მის ქრისტიანულ საფუძვლებსა და ქრისტიანული თვალთახედვით გაანალიზებაზე, თავის მხრივ კი, ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებების პედაგოგიკაში გამოყენებაზე. საუბარი ასევე შეეხო პედაგოგიკისა და თანამედროვე გამოწვევების ურთიერთმიმართებას, სასულიერო პირისა და მასწავლებლის როლს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.

🔸 შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი და ამ მართულებით დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა.

📺 საპატრიარქოს ტელევიზია \"ერთსულოვნება\", გადაცემა \"სიახლენი\".

➡️ 17.11.2021.

👉 გამოიწერეთ ჩვენი არხი:    / @user-mp5zh4kh5g  

👉 FB გვერდი:   / sazupatriarchate  

#საზოგადოებასთანურთიერთობისსამსახური
#სიახლენი
#შალვაამონაშვილი

ვიდეოები „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური"-ისგან