Amirani - Photoshop | digital painting | time lapse
06/25/2020
#Georgianmythology #fantasy #Photoshop
Music video - https://www.youtube.com/results?searc...
ამირანი(სვ. ამირმ, მირიმ) - უძველესი წარმართული ქართული ეპოსის \"ამირანიანის\" მთავარი გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი, დალისა და მონადირე დარჯელანის შვილია (სხვა ვერსიით სულკალმახისა და დარეჯანის მესამე ვაჟია). ღმერთმა მას დაქანებული ზვავის შეუპოვრობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი, ბავშვობაში ობლობა და გაჭირვება, ხოლო ვაჟკაცობაში ომი და გამარჯვება დაანათლა. მართლაც, ამირანმა ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა. ერთ-ერთი აქედან შავი გველეშაპის დამარცხება იყო, რომელსაც მის მესამე დაბადებასაც უწოდებენ.
ამირანი მოგზაურობისას ძმებთან ერთად ერთ ტრიალ მინდორზე აღმოჩნდა, სადაც სამი გველეშაპი გადაეყარათ: თეთრი, წითელი და შავი. მან თეთრი და წითელი ძმების დაუხმარებლად ადვილად დაამარცხა, მაგრამ შავს ვეღარ სძლია და მან ამირანი გადაყლაპა. შემდეგ შავი ზღვისკენ დაიძრა. იქ ერთი ბოძი ეგულებოდა, რომელსაც შემოეხვეოდა და გადაყლაპულ მსხვერპლს ძვლებში ამტვრევდა, რათა ადვილად მოენელებინა. ძმებმა რომ დაინახეს ამირანის გასაჭირი, გველეშაპს ისარი ესროლეს და კუდი მოაწყვიტეს. როცა იგი ბოძს შემოეხვია, პირი კუდს ვეღარ მიაწვდინა მსხვერპლის დასამტვრევად. ამირანმა ამ დროს ჯიბიდან თავისი ალმასის დანა ამოიღო, გველეშაპს მუცელი გაუჭრა და უვნებელი ამოვიდა. ოღონდ თმა და წვერი აღარ შერჩა და როგორც ეპოსში მთქმელები ხუმრობენ:
\"ამირანი დაიბადა გოჭსა ჰგავდა ხუხალასა,
წვერ-ულვაში გასცვენოდა, ჩაეყარა ტომარასა.\"
გველეშაპის დამარცხების შემდეგ ამირანმა კიდევ ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა, მაგრამ ბოლოს გადიდგულდა და საკუთარი ნათლია გამოიწვია ბრძოლაში. მან ღმერთს ვერ სძლია, ამიტომ დაისაჯა. ეპოსის მიხედვით ღმერთმა ის მიწაში ჩარჭობილ ბოძზე მიაჯაჭვა და ზედ ყაზბეგის მთა დაადო. მას გულს არწივი უკორტნის. ჯაჭვს ყორნის ნაშობი ძაღლი ლოკავს, გაწყვეტამდე რომ მიიყვანს, მჭედლები ისევ ამთელებენ.ამირანს გვერდით თავისი მოკლე ხმალიც უდევს, მაგრამ ჯაჭვი არ უშვებს და დრო და დრო გულსაკლავად ღრიალებს. მის ღრიალზე ცა ქუხს, ზვავი ჩამოწვება და მდინარეები დიდდებიან.