"წერდნენ, რაი გინდა ბიჯო, ნუ გვეკაიფები ჩვენ ვანელებსო?" - ქუთაისელი იუმორისტი


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
გაზიკიჩი, ღამურიჩი, ლამზირა დეიდა და სხვა იუმორისტული პერსონაჟები უკვე ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. მათ სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვთ. ამ პოზიტიური,კრეატიული და საინტერესო იუმორისტულ პროდუქციის შემქმნელი ლაშა ფარცხალაძეა, რომელსაც უმეტესობა ფარცხოს მეტსახელით იცნობს. ლაშა ვანში გაიზარდა. იუმორით თავიდანვე გამოირჩეოდა. პიკასოს ბიჭების წევრი გახდა, მართავდა კონცერტებს და მონაწილებდა კავეინშიც.
პიკასოს ბიჭების დაშლის შემდეგ იუმორისტების ნაწილმა გუნდი სახელად „ქუთეისელები“ ჩამოაყალიბა. მალე ისინი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. თუმცა ლაშას იუმორისტული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. სწორედ იქ გაუჩნდა სურვილი ფეისბუქ გვერდი „კომედი ფარცხო“ გაეკეთებინა.
ლაშამ ფეისბუქ გვერდი სულ რაღაც ექვსი თვის წინ შექმნა, თუმცა უკვე 30 000-მდე გამომწერი ჰყავს. თავიდან უფრო ხშირად ვანელებზე ხუმრობდა, თუმცა მისი იუმორი ეტაპობრივად სხვა კუთხის მაცხოვბლებსაც შეეხო.
იუმორისტულ პროდუქციას რამდენიმე ბლოგად ათავსებს. აქვს სკეჩები, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური ნომრები და ბოროტი პოეტი . მალე იუმორისტულ საინფორმაციო გამოშვებას დაამატებს. ამბობს, რომ ვიდეოებს უამარავი მოწონება და კომენტარი აქვს.
ლაშას სამომავლოდ უნდა თავისი გვერდი უფრო მეტად დახვეწოს და გაამრავალფეროვნოს.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან