ახალციხეში "საქართველოს კარიტასის" შინმოვლის პროგრამით 130 პირი სარგებლობს

„შინმოვლის ორგანიზება და მართვა“ - ამ თემაზე სემინარი მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებისთვის ახალციხეში გაიმართა. შეხვედრა „საქართველოს კარიტასმა“ გამართა და მისი მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალური შინმოვლის პროგრამების დაგეგმვასა და ადმინისტრირების საკითხებზე მსჯელობა. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 185 000 ადამიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დამოკიდებულია გარეშე დახმარებაზე და საჭიროებს შინმოვლას, მაგრამ ამ სახის მომსახურება არ არის შეტანილი საყოველთაო დაზღვევის პაკეტში. მუნიციპალიტეტებს კადრების გადამზადებასა და გეგმის შემუშავებაში დახმარება შესთავაზა. „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის პროგრამას სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ახალციხეში ახორციელებს, სადაც პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. ორგანიზაციას ახალციხეში 130 ბენეფიციარი ჰყავს. ახალციხის გარდა, „საქართველოს კარიტასის“ შინმოვლის პროექტები ხორციელდება თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამ პროექტების ძირითადი მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროფესიონალი მულტიდისციპლინარული გუნდი სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას უწევს სოფლად და ქალაქად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ყველა ასაკის ადამიანებს, ვისაც ავადმყოფობისა ან ტრავმის შედეგად შეზღუდული აქვთ თავისი თავის მოვლის უნარი.

მსგავსი ვიდეოები