მინდია ქიტიაშვილი - შენი ბრალია. ( ლექსის ავტორი გენრი დოლიძე )

08/05/2016

მინდია ქიტიაშვილი - შენი ბრალია. ( ლექსის ავტორი გენრი დოლიძე )
მუსიკა -    • \"История Любви\" (САКСОФОН) Ф.Лей  

სტუდია - berloga
არანჟირება - alex dee
ლექსის ავტორი გენრი დოლიძე
კითხულობს მინდია ქიტიაშვილი

ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.
ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...

ვიდეოები „მინდია ქიტიაშვილი"-ისგან