დასკვნა სახალხო დამცველის კანდიდატურების ასარჩევად

2 თვის წინ

ომბუდსმენის პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე დასკვნას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს სკეპტიკურად უყურებს. ხელისუფლების ოპონენტებს საერთო კანდიდატზე შეჯერების იმედი არ აქვთ. მათი დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, ჯერჯერობით უცნობია. ახალი სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან