ბოლო დროს საჯარო სივრცეში ნაციონალისტური ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აღმაშენებლის გამზირზე ოთხმა ნაციონალისტურმა ჯგუფმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. მათ შორის ერთ-ერთი მოძრაობა \"ქართლი ძალაა\". რამდენიმე თვის წინ კი მათი აქტივისტები ვეგანური კაფეს დარბევისას ფიგურირებდნენ, თუმცა ჯგუფის ლიდერი ამას არ ადასტურებს. დაჯგუფება “ქართული ძალა” ერთი წლის წინ შეიქმნა. საქართველოს მასშტაბით მასში ოთხასამდე ახალგაზრდა ერთიანდება. ჯგუფის წევრები პირველად საჯარო სივრცეში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდნენ.
------------------------------------
http://studiore.org
------------------------------------
http://studiore.org