ვითარება ავღანეთში

ავღანეთში „თალიბები“ კარდაკარ ეძებენ მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-სთან და ნატო-სთან თანამშრომლობდნენ - ამის შესახებ საუბარია გაერო-სთვის მომზადებულ ანგარიშში. პარალელურად, გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს ცნობას, რომ მათი ჟურნალისტის ახლო ნათესავი „თალიბანის“ წევრებმა მაშინ მოკლეს, როდესაც რეპორტიორს ეძებდნენ. თავად რეპორტიორი ამჟამად უკვე გერმანიაშია. რთული რჩება ვითარება ქაბულის აეროპორტთანაც. ვრცელდება ცნობა, რომ „თალიბები“ აეროპორტში მისვლაში ავღანელებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელს უშლიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აეროპორტში რჩება 6000 ადამიანი, რომლებიც ქვეყნის გაყვანას ელოდებიან. ნატო-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, 15 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 18 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ავღანეთის ხელისუფლებამ ასევე დაადგინა ევაკუაციის დროს ქაოსით გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის ვინაობა. ეს ავღანეთის საფეხბურთო ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი აღმოჩნდა. მისი სიკვდილის გარემოებები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები