ყოველდღე ემიგრაციაში
ავტორი/ოპერატორი: ნათია ქარჩილაძე ოპერატორი ირაკლი ჯაფარიძე მყიდველები მხოლოდ საქართველოდან ჩასულები არიან. მაღაზიებშიც მხოლოდ ქართველები მუშაობენ. მხოლოდ მესაკუთრე არის ადგილობრივი. ისინი გამთენიისას საზღვარზე გადადიან, მთელი დღე მაღაზიაში შრომობენ და საღამოს შინ ბრუნდებიან. ტურისტისთვის "ქემალფაშა" ბათუმთან ახლოსაა, მაგრამ გადაჭედილ ტრანსპორტში და გამშვებ პუნქტზე რიგში ძალიან ბევრი დრო გვაქვს ვიფიქროთ, კოლონიურ პოლიტიკაზე, რომელმაც საზღვრის გადალახვა ყოველდღიურ რუტინად აქცია, ხოლო მძიმე პირობებში მგზავრობა ექსპლუატაციის ფორმად. იამზესთვის და ბევრი სხვა ქალისთვის სამუშაო დღე, სინამდვილეში, მხოლოდ მაღაზიაში ყოფნით არ შემოიფარგლება. საათობით მგზავრობა მისთვის და მისი ოჯახისთვის წართმეული დრო და აუნაზღაურებელი შრომაა. ტექსტილის ინდუსტრია თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. გაზრდილი ექსპორტის შედეგად, თურქეთი გახდა ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა ტანსაცმლის მწარმოებელთა შორის. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების ცნობით, თურქეთის ტექსტილის ინდუსტრიაში ხელფასი ძალიან მცირეა, თუმცა ინდუსტრიაში მუშების 40 პროცენტზე მეტი არაფორმალურად არის დასაქმებული, მათი ხელფასი ბევრად უფრო ნაკლებია და სამუშაო პირობები უმძიმესი. ტექსტილის, ქსოვის და ტანსაცმლის მრეწველობის მუშაკთა გაერთიანება TEKSIF, არსებულ სამუშაო პირობებს "მკვლელობას" უწოდებს. თურქეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა საწარმოო ტრავმების სიხშირით. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სამუშაო კვირა 45 საათს გრძელდება, ტექსტილის ინდუსტრიაში, საშუალოდ, 67-საათიანი სამუშაო კვირაა და ზეგანაკვეთური ანაზღაურება მიზერულია ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებით მძიმეა არაფორმალურად დასაქმებული მუშების მდგომარეობა, რომლებიც ზაფხულში აუტანელ სიცხეში და უჰაერობაში მუშაობენ. სამუშაო ადგილებზე, როგორც წესი, არ არის კონდიციონერი, ხოლო სამუშაო ტექნიკა გაუმართავია. მუშებს მუდმივად უწევთ შეხება საღებავთან. შხაპის მიღების შესაძლებლობა ხშირად არ არსებობს. ტექსტილის ინდუსტრია დაფუძნებულია, არაფორმალურად დასაქმებული მუშების მონურ პირობებში შრომაზე. მათ რიგებში უმეტესად არიან სირიიდან დევნილი ადამიანები. გავრცელებულია ბავშვების შრომა. ტექსტილის წარმოებაში ძალიან ბევრი ქართველია დასაქმებული, თუმცა მათ შესახებ ცოტა ვიცით. თურქეთი პროდუქციას აწვდის ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის Esprit, H\u0026M, Hugo Boss, S.Oliver, Adidas, Nike და Zara. ყველა ეს საწარმო უმძიმესი ექსპლუატაციის ადგილია, თუმცა განსაკუთრებით აუტანელი პირობებია შედარებით უფრო იაფფასიანი ტექსტილის საწარმოებში. ასეთ ფაბრიკებში პროდუქციას ამზადებენ პერიფერიის ქვეყნებისთვის. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: / mautskebeli. . Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
მამა საბა ჭიკაიძის ლექცია♥️ შეკითხვებზე პასუხი. 19.11.2021
მამა შალვა კეკელია
Salome's 13th Birthday/სალომე 13 წლისაა
GIZO.TV
როგორ შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა ბიუჯეტურად
დილა მესამეზე
"ყოველდღე სხვადასხვა სიმპტომი მქონდა" - ბორჯომელი კოვიდინფიც...
ტელეკომპანია ბორჯომი
ბაკურ ბურდული - გილოცავთ ახალ წელს [შუადღე მესამეზე]
შუადღე მესამეზე
გამოცდილი მოლაშქრეები გვასწავლიან როგორ დავგეგმოთ ლაშქრობა ს...
დილა მესამეზე
არჩილ სოლოღაშვილი სპექტაკლზე "საშობაო ზღაპარი" [დილა მესამეზ...
დილა მესამეზე
გუგა დვალიშვილი - უძილობა
დილა მესამეზე