კონფერენცია "ფრანგული ენა-შესაძლებლობების პლატფორმა"

04.12.2020 01:01

2020 წლის 5 დეკემბერს, 11:00 საათზე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია - "ფრანგული ენა-შესაძლებლობების პლატფორმა".
კონფერენციის მიზანია იმ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, რომელთაც დაგეგმეს და განახორციელეს ფრანგული ენის სწავლება . ასევე, ახალი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფრანგული ენის სწავლებით, ან ახორციელებენ ფრანგულენოვანი კადრების დასაქმებას.
აღნიშნული კონფერენცია ტარდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სრული ფინანსური მხარდაჭერით.

ვიდეოში გამოყენებული მუსიკა: Stéphane Grappelli \u0026 le Hot Club de France - Are You In The Mood? (   • Are You In The Mood ?  )

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო