13

მამა შალვა კეკელია - ამონარიდი ქადაგებიდან 01.12.2024 "ჩვენ ყოველდღე ვიხდით პარაკლისებს, ყოველდღე ვლოცულობთ და ყოველდღე ღამე ვწირავთ, თითქმის 24 საათიანი ლოცვები გვაქვს, რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ვიცი, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს, ამიტომ ახლა ყველას ძალიან გთხოვთ მრევლის წევრებს და ვინც ახლა ამ ქადაგებას მოუსმენთ არავინ ეს არ დაარღვიოთ, თუ გინდათ რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს - ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ყველა თქვენთაგანს და ვინც ამ ქადაგებას მოისმენთ ინტერნეტში, თუ ქრისტიანები ხართ და თუ მართლა მშვიდობა გინდათ ამ ქვეყანაში - ყოველდღე ერთი თავი სახარება წაიკითხეთ! - სახარება არის ქრისტეს სიტყვა. წაიკითხეთ, რომ ერთმანეთში სიყვარული დამკვიდრდეს და იკითხეთ ეს ყოველდღე და ეს მერე კი არ შეწყვიტოთ, არამედ ყოველდღე აკეთეთ ეს. იმიტომ რომ მარტო განსაცდელის დროს კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი, არამედ ღმერთი უნდა გვახსოვდე სულ! უნდა შემოვკრიბოთ ჩვენი ძალები და ყველას გთხოვთ, რომ გქონდეთ სახლში ახალი აღთქმა სახარება და ერთი თავი ყველამ ყოველდღე წაიკითხეთ, რომ ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა და დახმარება. ლოცვას აქვს უდიდესი ძალა, იოანე დამასკნელს ხელი, რომ მოჰკვეთეს მან ლოცვით ხელი შეიერთა. ეს ზღაპრები კი არ არის რეალური და ნამდვილი ამბავია. დავით გარეჯელი იერუსალიმში, რომ ჩავიდა სამი ქვა აიღო და მთელი მადლი წამოიღო იერუსალიმიდან. ასეთი ლოცვის ძალა ჰქონდა ადამიანების." ☦ სოციალური პლათფორმები: Facebook: /   / mamashalvakekelia   ENG Facebook: https://www.facebook.com/profile.php?... Instagram: /   / pericvaleba   TikTok: https://www.tiktok.com/@pericvaleba?l... Facebook (სამრევლო სოლა): https://www.facebook.com/profile.php?... Gmail: [email protected] ⛪ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი ⛪ წინამძღვარი- დეკანოზი შალვა კეკელია მისამართი- ი.ჭავჭავაძის გამზირი 33 ( https://www.google.com/maps/place/%E1...)

გაზიარება: