სოფო კევლიშვილი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეა, რომელმაც სკოლის ხელშეწყობით კოლუმბიის უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით ჩააბარა. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: სამეცნიერო აპარატურის დამზადება, გენური ინჟინერია, ქსოვილების ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები მედიცინაში და სხვა. სოფო მიმართულებას სწავლების პროცესში აირჩევს. ნიუ-იორკში მდებარე ამერიკულ სასწავლებელში იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრება.
იხილეთ სრულად: https://bit.ly/2TTz4me
იხილეთ სრულად: https://bit.ly/2TTz4me