ხორბლის თესლის წარმოება საქართველოში
2014 წელს ჩვენს პარტნიორ ავსტრიულ კომპანია SAATBAU-თან ერთად დავიწყეთ სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა, პროექტის მიზანია მაღალმოსავლიანი და მაღალი საცხობის თვისებების მქონე ჯიშების შერჩევა და სათესლე მასალის საქართველოში წარმოება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვთესავთ და ვცდით ხორბლის საცდელ ჯიშებს, სადემონსტრაციო ნაკვეთებში მიღებული შედეგების მიხედვით ვარჩევთ საუკეთესო მათგანს შერჩევა და ხდება სერტიფიცირება, ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად. გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯიშების გამოცდის შედეგად საუკეთესო შედეგები აჩვენა ამიკუსმა და გალუსმა, რომელთა წარმოება უკვე მიმდინარეობს ჩვენს ნაკვეთებში. ასევე გამოიკვეთა ამანდუსი და ბალიტუსი, რომლებიც 2021 წლიდან უკვე ჩაეშვება წარმოებაში. ეს ჯიშები გამოირჩევა ადრეული მოსავლიანობით, რის გამოც ენიჭება დიდი უპირატესობა ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ეს ჯიშები გამოირჩევა გვალვაგაძმლეობით და მათი საშუალო მოსავლიანობა, საქართველოს პირობებში შეადგენს 7-8 ტონას. შერჩეული ჯიშების სათესლე მასალას ვაწარმოებთ 650 ჰა მიწის ფართობზე. მოსავლის აღების შემდგომ, სათესლე მასალა ინახება სპეციალურ სილოსებში, სადაც გადის პირველად წმენდას და ასევე ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება, რათა არ წარმოშვას მის აღმოცენებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის შემდგომ, ხორბალი გადადის მოსვენების ფაზაში. ტომრებში დაფასოებამდე მარცვალი გადის დამუშავებას სპეციალურ დანადგარში, იწმინდება ზედმეტი მინარევებისგან და დაზიანებული მარცვლებისგან, ხდება ფუნგიციდით დამუშავება, რათა არ მოხდეს ინფიცირება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებით. დამუშავების შემდგომ ფასოვდება ტომრებში, რის შემდგომაც მზად არის სარეალიზაციოდ. ამიკუსი იხილეთ ბმულზე: https://agrosphere.ge/products/satesl... ვიდეოში იხილავთ (0:00) სათესლე ხორბლის ბაზრის მიმოხილვა (0:11) სათესლე ხორბლის წარმოების პროექტის მიზნები (1:16) სადემონსტრაციო ნაკვეთის შედეგები (2:11) ხორბლის სადემონსტრაციო ჯიშების დახასიათება (2:52) შერჩეული საკეთესო ჯიშები (5:32) თესლბრუნვა ხარისხიანი თესლის წარმოებისთვის (6:15) ნაკვეთში ჩატარებული ღონისძიებები (6:36) შენახვის, დამუშავების და დაფასოების პროცესი (8:11) ტელ: +995 322 500 900 https://agrosphere.ge
აგროსფერო-ის სხვა ვიდეოები
Yara - Feeding the Future
რა სჭრიდება ქართველ ფერმერს იმისთვის, რომ კარგი მო...
"ბაიერის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კ...
ხორბლის მინდვრის დღე 2017
საკვები ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის
03:01
თხილის მინდვრის დღე 2018 - ტელეკომპანია ოდიშის სიუ...
03:12
ხორბლის მინდვრის დღე 2018
01:40
პესტიციდების დადებითი ეფექტები
მსგავსი ვიდეოები
ხორბლის მოსავალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან დავითაშვილი მეხორბლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორბლის ჩანასახის ზეთი ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი, პოტე...
Beso Mikava
Симончини Рак это грибок Сода натуральный антибиотик
GOLDEN KINGS
Разнообразие рациона вегетарианцев и сыроедов
GOLDEN KINGS
გოგრის ზეთი,Масло тыквенное,Agro maslo primer
GOLDEN KINGS
კანაფის ზეთი კიბოს წამალი და არა მარტო მისი! Лекарство от Ра...
GOLDEN KINGS
Виноградное масло гормон молодости и красоты
GOLDEN KINGS