ვრცლად ნახეთ http://trialeti.ge/?p=38245 გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა უკვე ცნობილი, რა გახდა მიზეზი კასპში მეწყერის მოწოლის, რამაც ადგილობრივების ეზოები, დამხმარე ნაგებობები, ხე-ხილის ბაღები და ხეივანი დააზიანა. გეოლოგების დასკვნის მიხედვით, მეწყერული მასები გამოიწვია დაზიანებული მილებიდან წყლების დენამ, რის გამოც მდგრადობა დაკარგვამ და ფერდობმა ჩამოშლა დაიწყო. კასპის მერიის ეკონოპმიკური განვითარების სამსახურის უფროსის განცხადებით ზვავის მოწოლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, გელოგიური დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით გადანაწილებულია სამუშაბი, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს ღამის საათებში კასპის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მიმდებარე ფერდობზე, ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიიდან დროებით რამდენიმე ოჯახი იქნა გაყვანილი.