ახალი 3 | ოცნება ვანში | 26.09.12

26.09.2012 01:15

„ქართული ოცნების" ვანის ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მმართველი გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს. კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს მოუწოდა, მოეგონ გონს და აღარ ემსახურონ მმართველი პარტიის დანაშაულებრივ კლანს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები განსაკუთრებული დიქტატურის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ლორთქიფანიძე ვანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტსაც შეეხო, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ვანის მოქმედი მაჟორიტარი და მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ლეჟავა, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: