მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 46. ვიკინგები: გზა ვალჰალამდე

04/13/2022

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი-like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის\" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
================================
„მწარე პოდკასტის\" 46-ე ეპიზოდში, ადრეული შუა საუკუნეების წარმართულ სკანდინავიასა და ბრტყელძირიანი ხომალდებით მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებზე გაბატონებულ ჩრდილოელ მეომრებზე, ვიკინგებზე ვისაუბრეთ. რატომ უწოდებენ ვიკინგთა ლაშქრობებს „ბარბაროსთა უკანასკნელ შემოსევას\", რას ნიშნავს სიტყვა „ვიკინგი\"; რამ გამოიწვია სკანდინავიელთა ხშირი საზღვაო თავდასხმები ევროპაზე და შორეული საზღვაო მოგზაურობები; რა მნიშვნელობა ჰქონდა ვიკინგებისთვის რელიგიას; როგორ იბრძოდნენ ვიკინგები; რა იყო მათი მთავარი უპირატესობა მოწინააღმდეგეზე; რამდენი მეომარი შეადგენდა „წარმართთა დიდ არმიას\"; როგორ დაიპყრეს სკანდინავიელმა მეომრებმა ანგლო-საქსთა სამეფოები; რას ნიშნავს „დენლო\"; საიდან სადამდე იყო გადაჭიმული კნუდ დიდის იმპერია; რა შეცვალა სკანდინავიელებში ქრისტიანობამ; როგორი ხომალდებით აღწევდნენ ვიკინგები შორეულ მიწებამდე; რა სახელწოდებებით მოიხსენიებდნენ სკანდინავიელ მეომრებს დასავლეთსა და აღმოსავლეთში; ვინ იყო ჰარალდ ჰარდრადა; როგორ წარიმართა სამი მბრძანებლის დაპირისპირება ინგლისისთვის 1066 წელს; როდის დასრულდა ვიკინგთა ეპოქა; რა შეცვალეს ბრიტანეთში ნორმანმა დამპყრობლებმა. ამ ეპიზოდში ჩვენ არ გვისაუბრია ვიკინგებზე აღმოსავლეთში, ბიზანტიის იმპერიასა და მის მიღმა. ამ თემას, ჩვენ ცალკე, დეტალურად განვიხილავთ მომდევნო ნაწილში: „ვიკინგები: ვარანგთა მრისხანება\". 

პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ნიკა შონია.
https://www.podbean.com/ew/pb-v6nvf-1...

ვიდეოები „მწარე პოდკასტი"-ისგან