ბათუმში მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის ფორუმი გაიმართა

06/07/2018
Young Scientists Union Intellect-ის მიერ

2018 წლის 6 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა აჭარის რეგიონული ჰაბის (ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“) მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „შერატონში“, მოხალისეობის ფორუმი გაიმართა.
ფორუმი მიზნად ისახავდა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას; მოხალისეობის მსურველებისა და მოხალისეთა მაძიებელი ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას; ფორუმის მონაწელეთათვის ადგილობრივი, საერთაშირისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამოცდილების გაზიარებასა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის ეფექტურ გზებზე მსჯელობას.
ფორუმში მონაწილეობას იღებდა 20-მდე ორგანიზაცია (100-ზე მეტი სტუმარი), მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
მოხალისეობის ფორუმი გაიმართა პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ #CSSIGE (2017-2020) ფარგლებში.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.
45 თვის განმავლობაში “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა #EU და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს #BMZ მიერ.
პროექტს ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი #CSI, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი #CSRDG, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი #CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი #EDEC - კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ათი რეგიონული ჰაბის მეშვეობით.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ პროექტში მონაწილოებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა აჭარის რეგიონული ჰაბი და პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ვიდეოები „Young Scientists Union Intellect"-ისგან