"მათ უნდათ შიში დათესონ" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "კავკასია"
მაინც მგონია, რომ რაღაც დაზაბულობა იქნება არჩევნბამდე დარჩენილ დღეებში და არჩევნების დღესაც. გიჟური ჩაკეტვები გაზაფხულზე იყო გამიზნული. ეს იყო გათვლა ადამიანების შეშინებაზე. უნდათ შიში დათესონ, რომ ადამიანები არ მივიდნენ არჩევნებზე. თუ რამემ შეუძლია აუწიოს პროცენტი ოცნებას, და გაუჩინოს შანსი, დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის დაბალი გამოცხადება არჩევნებზე. ერთადერთი მათი შანსია, გაიმარჯვოს ინფიცირების შიშმა და ნიჰილიზმმა. არ არსებობს სფერო, რომელზეც იტყვი, რომ ამ ხელისუფლებამ რამე უკეთესობისკენ შეცვალა. ჭაობში ჩავიძირეთ ყველა მიმართულბით. იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ლარიც გაექცათ და კორონაც . ეს ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას, არანაირი რესურსი არ აქვს „ოცნებას“ ქვეყანა აქედან გამოიყვანოს. პარტიებმა უნდა შევძლოთ რაღაცეებზე კონსენსუსის გზით სიარული. ეს არის მრავალპარტიული ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გამოწვევაა ერთგვარი. წმინდა გიორგი თეთრ ცხენზე არ ჩამოივლის და არ ჩაიბარებს ქართულ პოლიტიკას. მართლა ძალიან მძიმე რეალობაში ვართ , მართლა რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი. #გირჩიპარლამენტში #მეტითავისუფლება ____________________________________ WEBSITE: https://www.girchi.com/ FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/ INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/ TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/
Girchi • გირჩი-ის სხვა ვიდეოები
ხელახალი არჩევნები საჭიროა იმ გარემოებების გამო, რ...
მეც მაინტერესებს რას აპირებენ ჩემი კოლეგები ოპოზიც...
საღი აზრი ეყოფა ინტელექტს მიმართოს და არა ძალას, ი...
ამ დიალოგის გადარჩენის სხვადასხვა გზები არსებობს,...
წერილი #3 - კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოების ყურადღება გვინდა მივიქციოთ ამ 7 საკი...
ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულ...
შეთანხმება იმ პოლიტიკურ სიგიჟეს დაასრულებს, რაც ბო...