"მათ უნდათ შიში დათესონ" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "კავკასია"

10/28/2020
Girchi • გირჩი-ის მიერ

მაინც მგონია, რომ რაღაც დაზაბულობა იქნება არჩევნბამდე დარჩენილ დღეებში და არჩევნების დღესაც. გიჟური ჩაკეტვები გაზაფხულზე იყო გამიზნული. ეს იყო გათვლა ადამიანების შეშინებაზე. უნდათ შიში დათესონ, რომ ადამიანები არ მივიდნენ არჩევნებზე. თუ რამემ შეუძლია აუწიოს პროცენტი ოცნებას, და გაუჩინოს შანსი, დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის დაბალი გამოცხადება არჩევნებზე. ერთადერთი მათი შანსია, გაიმარჯვოს ინფიცირების შიშმა და ნიჰილიზმმა. არ არსებობს სფერო, რომელზეც იტყვი, რომ ამ ხელისუფლებამ რამე უკეთესობისკენ შეცვალა. ჭაობში ჩავიძირეთ ყველა მიმართულბით. იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ლარიც გაექცათ და კორონაც . ეს ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას, არანაირი რესურსი არ აქვს „ოცნებას“ ქვეყანა აქედან გამოიყვანოს. პარტიებმა უნდა შევძლოთ რაღაცეებზე კონსენსუსის გზით სიარული. ეს არის მრავალპარტიული ევროპული არჩევანი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გამოწვევაა ერთგვარი. წმინდა გიორგი თეთრ ცხენზე არ ჩამოივლის და არ ჩაიბარებს ქართულ პოლიტიკას. მართლა ძალიან მძიმე რეალობაში ვართ , მართლა რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი.
#გირჩიპარლამენტში
#მეტითავისუფლება
____________________________________

WEBSITE: https://www.girchi.com/

FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/
INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/
TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/

ვიდეოები „Girchi • გირჩი"-ისგან