EMC-ს თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე საუბრობს: \"პირველი, რაც გავიგეთ ამ მასალების შესწავლის შემდეგ, არის ის, რომ სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, მას წინ არ უძღოდა ანალიზი, სათანადო პრევენციული ზომების მიღება და არც გარკვეული ანგარიშვალდებულება სუს-ის შიგნით. გამოჩნდა სერიოზული ინსტიტუციური ხარვეზები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მაშინ, როდესაც ამ უწყებაში ჭარბი ძალაუფლებაა კონცენტრირებული და საკმაოდ ფართე კომპეტენციები აქვს, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მსგავსი პროცედურებით მიღება არის სერიოზული პრობლემა და ბუნებრივია, რომ ეს სიცოცხლის უფლების სტანდარტების მნიშვნელოვანი დარღვევაა\".
EMC-ს შეფასება სრულად: http://bit.ly/2tcblWp
http://emc.org.ge/
EMC-ს შეფასება სრულად: http://bit.ly/2tcblWp
http://emc.org.ge/