თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪„სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს, 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, ილია მეორეს „ავე მარია“ შესრულდება - ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება“ ▪„რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ ისეთ დროს გამოქვეყნდა, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა - ეს გარკვეული შიდა და გარე დესტრუქციული ძალების მიერ გაკეთდა“ ▪„დიახ, ჩვენ გვეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - დესტრუქციული ძალების მოქმედების მიუხედავად, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს, რადგან ჯერ კიდევ გვჯერა სამართლიანობის და იმის, რომ მთავარი ფაქტებია და არა აღქმები“ ▪თეა წულუკიანი​ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: არც კი ვიცი, საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება - მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა“ ▪თეა წულუკიანი​ სალომე ზურაბიშვილზე: გამაერთიანებლის როლი ვერ დავინახე, ვერ გავიგე, რას ემსახურება აქცია“ ▪„თუ რაიმე ამ ბრიფინგმა მოიტანა, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება, ქვეყნის უფრო დაყოფა და შანსის გაცამტვერების მცდელობა“ ▪„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციის დესტრუქცია არ დაგმო“ ▪„არც პრეზიდენტისგან და არც სხვებისგან არასდროს მივიღებ იმის ილუზიის შექმნის მცდელობას, რომ ჩვენ პრორუსულ ძალად წარმოგვაჩინონ - თუ რომელიმე ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სადმე დავა მოიგო, ეს ჩვენი ხელისუფლებაა“ ▪ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები