თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

06/15/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს, 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, ილია მეორეს „ავე მარია“ შესრულდება - ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება“
▪„რეზოლუცია არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ ისეთ დროს გამოქვეყნდა, რომ უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა - ეს გარკვეული შიდა და გარე დესტრუქციული ძალების მიერ გაკეთდა“
▪„დიახ, ჩვენ გვეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - დესტრუქციული ძალების მოქმედების მიუხედავად, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს, რადგან ჯერ კიდევ გვჯერა სამართლიანობის და იმის, რომ მთავარი ფაქტებია და არა აღქმები“
▪თეა წულუკიანი​ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: არც კი ვიცი, საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება - მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა“
▪თეა წულუკიანი​ სალომე ზურაბიშვილზე: გამაერთიანებლის როლი ვერ დავინახე, ვერ გავიგე, რას ემსახურება აქცია“
▪„თუ რაიმე ამ ბრიფინგმა მოიტანა, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება, ქვეყნის უფრო დაყოფა და შანსის გაცამტვერების მცდელობა“
▪„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციის დესტრუქცია არ დაგმო“
▪„არც პრეზიდენტისგან და არც სხვებისგან არასდროს მივიღებ იმის ილუზიის შექმნის მცდელობას, რომ ჩვენ პრორუსულ ძალად წარმოგვაჩინონ - თუ რომელიმე ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ სადმე დავა მოიგო, ეს ჩვენი ხელისუფლებაა“
▪ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022