ზეწოლის მცდელობა პირველ არხზე

პირველი არხის წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შემდეგ ჩვენი ეთერი კითხვებზე პასუხების ნაცვლად მძიმე ბრალდებებისთვის ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გამოიყენა. გუშინდელი გადაცემა „დღის თემა“ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ იმ შეხვედრას მიეძღვნა, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი არ მივიდა. სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ შეკითხვებს რესპონდენტის გაღიზიანება და აგრესია მოჰყვა. რესპონდენტის რიტორიკა ძირითადად იმ ხაზის გაგრძელება იყო, რომელიც ერთი კვირის წინ ნიკა მელიამ დაიწყო. კონკრეტული ფაქტების დასახელების გარეშე არხის სახელისუფლებო ტელევიზიად გამოცხადება. პოლარიზაციის მატებასთან ერთად პირველ არხზე და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულმა შეტევებმა იმატა. განმარტებისთვის: საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არსი და ფუნქცია მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებაში და გასხვავებული პოლიტიკური პოზიციების ასახვაშია, ჩვენი, ჟურნალისტების მთავარი ფუნქცია კი ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ საზოგადოებისთვის აქტუალური, მათ შორის მწვავე და კრიტიკული შეკითხვების დასმაა. ბოლო პერიოდში მოპოვებული არხის ნეიტრალური სტატუსი და მიუკერძოებლობა არაერთი საერთაშორისო კვლევითაც არის გამყარებული.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები