ANOUKI-ს კოლექცია მერსედეს ბენც მოდის კვირეულზე

09.11.2017 03:24

ნათელი კაბები, მაქმანებით გაფორმებული პერანგები და გაზაფხულივით თბილი ფერები, ანუკი არეშიძემ მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექცია წარადგინა. კოლექციის შთაგონება დიზაინერის მიერ ოჯახთან ერთად ვენეციაში გატარებული დრო გახდა. ანუკი არეშიძის მიერ შერჩეული მუსიკა კარგად ეხამებოდა მის კონცეპციას და მბზინვარე ფაქტურას. მისმა კოლეგებმა ხუმრობითაც კი აღნიშნეს, რომ ეს იყო ბევრი ანუკი ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ დიზაინერმა საკუთარი სტილი დიდიხანია დაამკვიდრა და მოდის ინდუსტრიაში საპატიო ადგილიც დაიკავა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: