ელისო ფირჩხაძე - საპენსიო რეფორმა

07/11/2018
Georgian Trade Unions-ის მიერ

2015 წლიდან მიმდინარეობს საპენსიო სისტემის რეფორმირების პროცესი. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული მოდელი პროფკავშირების ხედვებს არ ემთხვევა, შესაბამისად შევიმუშავეთ ალტერნატიული ინიციატივა. https://bit.ly/2Kvli8T

☑ ელისო ფირჩხაძე, ისევე როგორც სხვა დასაქმებულები, ემხრობა პროფკავშირების საპენსიო რეფორმის მოდელს.

⚖ \"სახელმწიფომ სამართლიანად უნდა გადაანაწილოს ფონდში დაგროვილი პენსია\"

☑ პროფკავშირების ალტერნატიული მოდელის მიხედვით, პენსიაში ვადაზე 5 წლით ადრე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ მძიმე მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულებს, შედარებით დაბალანაზღაურებადი დასაქმებულები პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში თავისუფლდებიან საპენსიო ფონდში 2%-იანი შენატანისგან, და ფონდს ავსებს მხოლოდ დამსაქმებელი და სახლემწიფო, ასევე აუცილებლად პროფკავშირები მიიჩნევს, რომ შეიქმნას სოლიდარობის ფონდი რომელიც უზრუნველყოფს გადანაწილებას მაღალშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს შორის.

▪ განსხვავებით საპენსიო რეფორმის სახელმწიფო მოდელისგან, რომელიც რეალურად მოქალაქეებისა და დასაქმებულებისათვის არ არის ღირებული და მიზნად ისახავს, მხოლოდ, ბიზნეს სექტორის გამდიდრებას ჩვენი შენატანების ხარჯზე.

მთავრობის მოდელი: https://bit.ly/2zgg77J

პროფკავშირების ალტერნატიული მოდელი: https://bit.ly/2tRP3q3

ვიდეოები „Georgian Trade Unions"-ისგან