საუბრები კინოზე ქუთაისიდან

05/16/2021
Litagora-ის მიერ

8-12 მაისს ქუთაისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ეს ორგანიზატორების მიერ ქალაქში ჩატარებული პირველი ფესტივალია, თუმცა, ის ყოველწლიურ მოვლენად უნდა იქცეს. წელს ფესტივალმა ათეულობით საკონკურს ნამუშევარს უმასპინძლა. ასევე იყო წარმოდგენილი არა ერთი პროგრამა კონკურსს მიღმა, სადაც სხვა ფილმებს შორის დღეს კლასიკად ქცეული არა ერთი ნამუშევარი იყო ნაჩვენები. ფესტივალის მსვლელობისას Cinexpress.ge-თან თანამშრომლობით ეს ვიდეო პოდკასტი ჩავწერეთ, რომელშიც დათო ლობჟანიძე კინომცოდნეებთან და ფესტივალის ორგანიზატორებთან, ნინი შველიძესთან, ლევან აბდუშელიშვილთან და ალექსანდრე გაბელიასთან ერთად ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს და ღონისძიების სპეციფიკას მიმოიხილავს. პოდკასტის მონაწილეები ასევე ვრცლად საუბრობენ ზოგადად კინოზე და ამ სფეროში არსებულ არა ერთ პრობლემურ საკითხზე.

00:00 - შესავალი, ფესტივალის შესახებ
04:24 - რითი განსხვავდება მოკლემენტრაჟიანი ფესტივალი სხვა ფესტივალებისგან
10:40 - პროგრამების შესახებ
15:43 - ახალი ქართული ფილმების ყურების პრობლემა, სივრცეების არ არსებობა
23:36 - რატომ არის მნიშვნელოვანი კინო კერების არსებობა მომავალი რეჟისორისთვის და მაყურებლისთვის?
27:23 - მარგინალიზაციის პრობლემა, კულტურული პოლიტიკის ცვილელების აუცილებლობა
29:10 - პანდემიის გავლენა კინოზე
31:33 - მასტერკლასები, ვორქშოპები ფესტივალზე
35:13 - კინოს სახლი და არქივი
39:36 - კომერციული კინო, ინდუსტრია
41:43 - კინო კვლევების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პრობლემები


კამერა: გიორგი გეთიაშვილი
მონტაჟი: დათო ლობჟანიძე
Thumbnail: სალომე ლეჟავა

ვიდეოები „Litagora"-ისგან