131
მმართველი გუნდი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაანონსებული, ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიებას იწყებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის ფორმატში მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირების გამოკითხვა, მომზადებული დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას და სხვა უწყებებს გადაეგზავნება. ინიციატივა საზოგადოება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გააცნო. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოს იგივენაირად სჭირდება რადიკალური ოპოზიციისგან გათავისუფლება, როგორც ამერიკას „დიფ სთეითისგან“. მაშინ როდესაც მმართველ გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის საჭირო გადაწყვეტილებად აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინიციატივას „არაადეკვატურს“ და არსებულ პოლიტიკურ „რეალობასთან აცდენილს“ უწოდებენ. თითქმის იდენტურია დანარჩენი ოპოზიციის პოზიციაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
მთავარი დიაგნოზი - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ნინას დაბადების დღე 15 თებერვალი Nina's birthday
Nanuka's Show - ნინა ჩოდრიშვილი ნიკო გომელაურის შესახებ
ნანუკას არხი / Nanuka's Channel
ყურადღება! განახლებები Zenduja -ში
Naira Cherkezishvili
შარს როცა ეძებ, აიკიდებ! გადარჩენის ბერკეტები ჩვენს ხელშია!...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება" — თიკო ბ...
ჩემი ცხოვრება
ღობეს ბოძი, ბოძს მანქანა ეჯახა***როგორ ცხოვრობს ამერიკა
GIZO.TV
136 ბაღის 2017 წლის საახალწლო ზეიმი. 2 კამერით გადაღება
joni elashvili 599 933 127