#დოსიე „ვიდეოთამაშები. ახალი მბრძანებელი“

03/15/2021

დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა მოსაზრება, თითქოს ვიდეოთამაშები მოზარდების გატაცებაა. დღეს ვიდეოთამაშები ყველა კატეგორიას მოიცავს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამერიკელ ახალგაზრდებს 21 წლის ასაკში, დაახლოებით 10 000 საათი აქვთ გატარებული ეკრანთან. იმდენივე, რამდენიც კოლეჯსა და უმაღლეს სკოლაში.
სულ რაღაც ოცდაათი წლის წინ დაბადებულმა ვიდეოინდუსტრიამ, თავისი ყოველწლიური ასმილიარდიანი შემოსავლით, უკან ჩამოიტოვა კინოინდუსტრია. გაჩნდა ახალი - „გეიმ-თაობა“, ახალი მასობრივი მედია, რომელიც ერთდროულად გვხიბლავს და გვაშინებს, თამაშების ვირტუალური სამყარო, რომელიც რეალურის კოლონიზებას ახდენს.
არის თუ არა მზად „გეიმ-ინდუსტრია“ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, მასებზე უზარმაზარი ზემოქმედების გამო?
როგორც ჩანს არა, როდესაც საქმე ეხება სექსს, ძალადობას, პროპაგანდას და პერსონალურ მონაცემთა კონტროლს.
ჯერომ ფრიტელის დოკუმენტური ფილმი „ვიდეოთამაშები. ახალი მბრძანებელი“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

ფილმის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://1tv.ge/video/dosie-videotamas...

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.