კარდენახის საბაწმინდის ტაძარი / Kardenakhi Sabatsminda Cathedral

12/16/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

კარდენახის საბაწმინდის ტაძარი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში.
საბაწმინდის ეკლესია განეკუთვნება XIII საუკუნის პირველ ნახევარს. ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რამდენადმე წაგრძელებული აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებით. ნაგებია ძირითადად აგურით, გარედან მთლიანად შირიმის ქვითაა მოპირკეთებული. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ სწორკუთხა ბოძს. გუმბათის ყელის საფუძველი ხაზგასმულია შვერილი ზოლურით, რომელიც გამოყვანილია ნახევარწრიული ფორმის ლეკალური აგურის ორი რიგით.
ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ღერძზე.
XX საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათის ყელი და ლავგარდანი.
#Kardenakhi
#Monastery
#Church
#Patriarchate
#Gurjaani
#Kakheti
#Georgia