მოსამართლეების დანიშვნის პროცესი


მწვავე პოლიტიკური უთანხმოების ფონზე იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა.

პარლამენტში მომდევნო კვირას დაგეგმილ განხილვებს ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც იუსტიციის საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ცხრა კანდიდატი წარუდგინა. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია განხილვაში ჩაერთოს, მიზეზად ელჩების თხოვნა სახელდება. მონაწილეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციაში დიდი ალბათობით კონსულტაციები გაიმართება. ჯერ უცნობია, გადახედავს თუ არა საკუთარ პოზიციას სახალხო დამცველიც, რომელმაც კანდიდატურების მოსმენის პროცესში ჩართვაზე ასევე უარი განაცხადა. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის მოტივით ოპოზიცია და მესამე სექტორი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას და იუსტიციის საბჭოს რეფორმირების შემდეგ გაგრძელებას ითხოვენ. პასუხად მმართველი გუნდი ოპონენტებს ვენეციის კომისიიდან მიღებულ და უკვე შესრულებულ რეკომენდაციებზე მიუთითებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან