კავსაძეების მომღერალი გვარის მოდგმას გრიგოლ კავსაძისაგან შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. გრიგოლი ჩინებული მომღერალი და მგალობელი ყოფილა, რომლისგანაც ქართლური სიმღერები თვით იოსებ რატილს შეუსწავლია. მისმა შვილებმა - სანდრომ და ლონგინოზმა - და მათმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართა სასიმღერო-სამგალობლო ტრადიციები. სანდრო კავსაძე და მისი \"ქართული გუნდი\" ქართული ხალხური სიმღერის სასცენო შემსრულებლობის სათავეებთან იდგა. სანდროს ვაჟები - გიგუშა და დათაშკა - ქართლ-კახური სიმღერების განუმეორებელი შემსრულებლები და გამორჩეული ლოტბარები იყვნენ. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომმა მოვლენებმა მათი სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა: გიგუშა ქერჩში დაიღუპა, დათაშკა კი ტყვედ ჩავარდა და მის სახელს ათეული წლები ტაბუ ჰქონდა დადებული. მონოგრაფიაში “კავსაძეები” შესულია კავსაძეთა გვარის სახელოვან წარმომადგენელთა - სანდრო, დათაშკა, გიგუშა, ლადო, მიხეილ, ანზორ კავსაძეების - ფოტოები და ბიოგრაფიები. აღსანიშნავია, რომ დათაშკას ნამდვილი ბიოგრაფია პირველად სწორედ ამ მონოგრაფიაში დაიწერა და გამოქვეყნდა. აუდიო ალბომში შესულია საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული სანდრო, გიგუშა, დათაშკა და მიხეილ კავსაძეებისა და მათი გუნდების მიერ სხვადასხვა დროს ნამღერი 27 სიმღერა. \"კავსაძეების\" მონოგრაფიისა და აუდიო ალბომის პრეზენტაცია და დათაშკა კავსაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა 2008 წლის 31 მარტს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. საღამოს დათაშკას ვაჟი, მსახიობი კახი კავსაძე უძღვებოდა.
================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,მელოდია,ხალხური,საქეიფო,georgian music,georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ქართული მელოდია,ხალხური სიმღერა,ხალხური მუსიკა,ხალხური მელოდია,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,საქეიფო მუსიკა,simgera,simgerebi,melodia,xalxuri,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,qartuli melodia,xalxuri simgera,saqeifo simgera,saqeifo simgerebi,kavsadzeebi,კავსაძეები,
================================================================
#სიმღერა #მუსიკა #კავსაძეები