პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჭკადუაში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში მერობისთვის გეგა შენგელია, წალენჯიხაში - ხვიჩა მებონია,  ჩხოროწყუში  - შენგელი ჯიქია და ხობში -  ბადრი ჯობავა იბრძოლებენ. გიორგი გახარიამ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროპორციული სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებიც წარადგინა.  პარტიის ლიდერმა პარტიის პრიორიტეტებზე და მიზნებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები