"ავისრულე ბავშვობის ოცნება, ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ფილმებში" - სწავლა ამერიკაში


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ქუთაისელი დალი წაქაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფინალისტია . ის 80 მოსწვალეთა შორის შეირჩა და ამერიკაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრა. ერთი აკადემიური წლის მანძილზე ეცნობოდა ამერიკის კულტურას და ხალხს, სწავლობდა ამერიკულ სკოლაში და ცხოვრობდა ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად . ამერიკაში ყოფნის პერიოდს და ემოციებს ჩვენც გვიზიარებს.

იმისთვის რომ ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავროთ სამი ეტაპის გავლა მოგიწევთ. პირველი ტური ინგლისურის 15 წუთიან ტესტს მოიცავს, მეორე ეტაპზე ესეებია დასაწერი, ბოლოს კი ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ. FLEX არაკომერციული პროგრამაა. იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად ფინანსდება . მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ,მათ შორის შშმ პირებსაც შეუძლიათ. ტესტირების გავლა წელიწადში მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი. რატომ უნდა ავირიოთ ეს პროგრამა? - დალი წაქაძე ამერიკული ცხოვრების ერთ წლიან გამოცდილებას გვიზიარებს.
FLEX პროგრამის უპირველესი მიზანი ქართველ და ამერიკელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ეხმარება მატ პიროვნულ ზრდაში, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და მოემზადონ დიდი ცვლილებებისთვის. უკვე ოცდაშვიდი წლიწადია რაც FLEX-ის გაცვლითმა პროგრამამ დაფინანსება გაუწია ქართველს მოსწავლეებს. კურსდამთავრებულები ახლა თავად ატარებენ პრეზენტაციებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პროგრამის შესახებ.
დალი ამჟამად თბილისში, საერთაშორისო ინგლისურენოვან ეკონომიკის სკოლაში სწავლობს. მომავალში მაგისტრატურის გავლას ამერიკაში აპირებს.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან