ტორტი "ზანგის ღიმილი"

9 წლის წინ
Rezo Vids-ის მიერ

მასალა: შაქარი--260 გრამი კეფირი--1/2 ლიტრი კვერცხი--3 ცალი ფქვილი--300--350 გრამი კაკაო--2 სუფროს კოვზი სოდა ძმრით--1 ჩაის კოვზი მოხარშული შესქელებული რძე--1 ქილა არაჟანი 15%--იანი--500 გრამი ნიგოზი--1 ჭიქა შოკოლადი მოსართავად--80 გრამი მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხები შაქართან ერთად, დავამატოთ კეფირი, კაკაო, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი. ცომი უნდა იყოს სქელი დასასხმელი, ჰგავს ალადების ცომს. ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ--ცალკე 22 სმ დიამეტრის ყალიბში ცხიმწასმულ პერგამენტზე. ცხვება დაახლოებით 35--40 წუთი. გავაციოთ კარგად და თითოეული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ესეიგი გამოვა სულ 4 ფირფიტა. მოვამზადოთ კრემი: არაჟანში ავურიოთ მოხარშული შესქელებული რძე და დაჭრილი ნიგოზი. წავუსვათ ფენებს კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვახეხოთ შოკოლადი. music free youtube License : music name Opening Night from youtube library

ვიდეოები „Rezo Vids"-ისგან