სოსო მიქელაძე - მედიტაცია "შინაგანი განთავისუფლება"

2013 წელი ჩემთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო აუდიო-მედიტაციების შექმნის თვალსაზრისით. აუდიო-კომპლექსების ვრცელ ციკლში პირველი იყო წინმადებარე უნიკალური აუდიო-მედიტაცია "შინაგანი განთავისუფლება". გასული პერიოდის განმავლობაში ეს მედიტაცია მრავალ ადამიანს დაეხმარა სულიერი, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სიმშვიდის, საერთო ჯანმრთელობის მოპოვებაში. სცენარულად, მუსიკალურად, ფსიქოლოგიური აქცენტებით ეს აუდიოსავარჯიშო ისეა გათვლილი და დაწყობილი, რომ იწვევს დეპრესიული განწყობილების შესუსტებას, პოზიტიური ემოციების გაძლიერებას პიროვნებაში, საერთო ტონუსის ამაღლებას. იგი საკმაოდ ადვილია შესასრულებლად - უბრალოდ უნდა მოძებნოთ მშვიდი ადგილი, განმარტოვდეთ და მიჰყვეთ ჩანაწერში წარმოდგენილ რეკომენდაციებს! რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მედიტაციის მოსმენა ყურსასმენებით. ხანგრძლივობითაც აღნიშნული აუდიო-მედიტაცია არც დიდია, ამავდროულად საკმაოდ კომფორტული და კათართული ეფექტის მქონე. შინაგანი ნეგატივიზმის გამწვავების დროს სასურველია სავარჯიშოს რამდენჯერმე შესრულება კვირის განმავლობაში. ასე რომ, გისურვებთ სასიამოვნო მოსმენას, და რა თქმა უნდა, მყარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას! ❤

მსგავსი ვიდეოები