ℹ EPTA-ს დელეგატები N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ.

20.09.2024 02:12

ℹ პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანება (EPTA-ს) დელეგატები N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, EPTA-ს წარმომადგენლებს, საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ, N16 დაწესებულების ინფრასტრუქტურას და მოენახულებინათ რუსთავში მიმდინარე პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის პროცესი.

აგრეთვე, ვიზიტორები იმყოფებოდნენ სააკაძის სასწავლო ბაზაზე, სადაც გაიმართა პრეზენტაცია და მოეწყო სიმულაციური სწავლება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი 11 და 13 სექტემბერს პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპულ გაერთიანება EPTA-ს მასპინძლობდა.

გაზიარება:
EstateHub