NICK HÖPPNER u0026 RYAN ELLIOTT - Vitamin Cubes / ვიტამინი კუბები

05/05/2016
Vitamin Cubes-ის მიერ

24 მაისი 2014 , ვიტამინი კუბები (კუს ტბა)

22:45 UEFA CHAMPIONS LEAGUE ფინალის პირდაპირი ჩვენება
02:00 NICK HÖPPNER [Ostgut Ton/Panorama Bar/Berghain]
04:00 RYAN ELLIOTT [Ostgut Ton, Ghostly International/Panorama Bar/Berghain]
Support by ZURKIN
Visuals by Giorgi Mozgovoi
============================================
Nick Höppner – ის მუსიკალური კარიერა Groove Magazine-ს უკავშირდება. იგი ჟურნალის რედაქტორობიდან ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი “ღვაწლმოსილი” ლეიბლ Ostgut Ton-ის მენეჯერი გახდა.
,,2001 წლის ზაფხულში კლუბ Ostgut-ში (ახლანდელი Berghain/Panorama bar) – ჟურნალ Groove-ის საღამო გვქონდა. მე კვირას დილით Dj T. – სთან დაკვრა მომიწია, ერთი თვის შემდეგ კი ამავე კლუბის მფლობელები (Michael Teufele და Norbert Thormann) კვლავ დამიკავშირდნენ. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ 12 წელია Panorama Bar ის რეზიდენტი დიჯეი ვარ.” Nick Höppner-ი, Resident Advisor-თან საუბრისას.
,,ერთი წლის შემდეგ, როდესაც Ostgut/Panorama bar დაიხურა (2003წ), ისინი ახალ ადგილზე გადავიდნენ. ახალ კლუბთან ერთად ლეიბლის დაფუძნების სურვილიც გაჩნდა. მათ არ სურდათ სუპერ გამოცდილი კადრი სუპერ კონტაქტებით, უბრალოდ აინტერესებდათ ადამიანი, რომელიც ამ საქმეზე იყო შეყვარებული, ასე დაიწყო ჩემი Ostgut Ton-თან ურთიერთობაც.” – RA
Höppner – ის სეტებში/პროდაქშენში ხშირ შემთხვევაში ტიპიური 4/4 ბიტის ჟღერადობასთან ერთად, მელოდიურ, რითმულ ჟღერადობასაც მოისმენთ.

============================================
,,ბერლინი და დეტროიტი შეიძლება არ გამოიყურებოდეს ერთნაირად თუმცა ისინი გრძნობენ იგივეს” – ამბობს Ryan Elliott. ტექნოს საწყისებში დაბადებულ დეტროიტელი Ryan Elliott-ს ნამუშევარი აქვს საერთაშორისოდ აღიარებულ ელექტრონნული მუსიკის ლეიბლ Ghostly International, Rekids, Life and Death და რაღა თქმა უნდა Ostgut Ton-თან. დეტროიტის ლეგენდარული The Shelter-იდან რაიან ელიოტიც Panorama Bar-ის რეზიდენტობას აგრძელებს. გაკეთებული აქვს სამი Boiler Room – ის გადაცემა, მათ შორის ერთ-ერთი Marcel Dettman-თან ერთად.

ვიდეოები „Vitamin Cubes"-ისგან