Kosta Sanikidze - რას გვეუბნებიან

რას გვეუბნებიან, და რას გვირჩევენ? დგახარ ისევ არე-მარეს ვერ უყურებ მშვიდად, გაძარცვული ფიქრებით და იყურები ფრთხილად, "ათხადნიაკი", "პახმელია", ვეღარ ძლებ ფხიზლად, როგორ გინდა რომ გადარჩე, მხოლოდ ეს გაქვს ფიქრად, კარებს კეტავ, და გინდა რომ აღარავინ გიცნოს, საკუთარ თავს უყურებ და გგონია რომ გიცნობს, ტკივილგამაყუჩებლებს კი შენი ძვლები ითხოვს, ყველაფერს გინდა გაექცე, მაგრამ არვინ გიხმობს, შენი არავის ესმის, გაღიზიანებს ყველა, გინდა ყველა დაივიწყო, იპარები ნელა, ლოცვა გესმის ისე როგორც მუმიების წყევლა, ირგვლივ ყველგან ნათელია, მაგრამ შენთვის ბნელა, რას გვეუბნებიან, და რას გვირჩევენ ? ფიქრობ იმას რომ გაგიჟდი, გააფრინე ნაღდად, ვეღარაფერი ვერ გშველის, ცხვრები გიდგას ფარად, ელი როდის გათენდება, მთვარის შუქი ფარდად, სად "თრიფავ" და სად ფეთქდები, თავს ვეღარ გრძნობ კარგად, მშვიდად ფრენას თავს ანებებ, მზის სხივებთან ცეკვას, შხამებით ხარ მოწამლული, იწყებ თავის გესვლას, გრძნობ რომ ყველგან გეჩქარება, არ ეჩვევი თმენას, გავხარ კალამს, ტოქსიკებით გაჯერებულ მელანს, დგახარ ისევ არე-მარეს და უყურებ ფხიზლად, შენში ქრისტეს ხმას გაყევი, და მიენდე მშვიდად, ყველაფერი გაივლის, და დამთავრდება ფრთხილად, არც იფიქრო დანებება, არც გაივლო ფიქრად... მუსიკისა და სიმღერის ავტორი:კოსტა სანიკიძე Video Clip: Nick Laghiashvili Follow Social Media: https://www.facebook.com/kosta.sanikidze/ https://www.instagram.com/kosta.sanikidze/

მსგავსი ვიდეოები