საქართველო - კოსოვო პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, გუნდს საბა ლობჟანიძეც დააკლდა. ის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს 20 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული „კოვიდ-19“-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები