არტურ შოპენჰაუერი - ცხოვრების ამაოება და სიმწარენი. (ნაწილი 1)

01/16/2022
maia beri-ის მიერ

აუდიო ჩანაწერი გახმოვანებულია თეოფილე მალაქიას (ბატონი რეზო ბაქრაძის) თხოვნით და ემსახურება განათლების დონის ამაღლებას ქართულენოვან სივრცეში.

აუდიწიგნის პირველ ნაწილს შეგიძლიათ მოუსმინოთ შემდეგ ბმულზე    • არტურ შოპენჰაუერი  - ცხოვრების ამაოებ...  
მთარგმნელი: ზურაბ ხასაია (2018)
წინასიტყვაობა: რეზო ბაქრაძე (თეოფილე მალაქია)
ტექსტს კითხულობს: მარიკა ჭეღელიძე
მონტაჟი და გაფორმება: მაია ბერიძიშვილი

1 ნაწილის სარჩევი:
0:00 - დასაწყისი
00:05 - რეზო ბაქრაძის წინასიტყვაობა.
08:08 - ზურაბ ხასაიას შესავალი.
39:28 - ცხოვრების ამაოება და სიმწარენი(ნაწილი პირველი).
1:24:26 - ადამიანის ფიზიონომიის შესახებ.
1:47:49 -- ქალთა შესახებ.
2:15:48 -- სქესობრივი სიყვარულის მეტაფიზიკა.
3:45:01 -- დანართი ჰომოსექსუალიზმის შესახებ.
4:03:54 -- ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები(შესავალი).
4:07:30 -- ძირითადი სქემა.
4:29:10 -- რა არის ინდივიდი

აუდიო წიგნი ატვირთულია ორ ნაწილად. მეორე ნაწილი შეგიძლია იხილოთ ლინკზე:
   • არტურ შოპენჰაუერი  - ცხოვრების ამაოებ...  
არტურ შოპენჰაუერი (გერმ. Arthur Schopenhauer; დ. 22 თებერვალი 1788, დანციგი (ახლანდელი გდანსკი) — გ. 21 სექტემბერი, 1860 მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი.
მის ყველაზე ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (გერმ.: Die Welt als Wille und Vorstellung), რომელშიც ის განმარტავს, რომ სამყაროს ამოძრავებს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა სურვილისა და მუდმივი ძიება დაკმაყოფილებისა. გააჩნდა რა გავლენა აღმოსავლური აზროვნებისა, ის შენიშავდა, რომ სიმართლე გაიაზრება ინდური საგების მეშვეობით; სწორედ ამიტომაც მისი ღვაწლი გამოსავლის ძიებაში მდგომარეობდა ორი მათგანის ვედანტიზმის და ბუდიზმის ნააზრევებში თუ გააზრებაში; მისი რწმენა ტრანსცედენტულ იდეალიზმში გახდა წყარო და მიზეზი მისი ათეიზმისა ისევე, როგორც ქრისტიანული ფილოსოფიის შესწავლისა.
როდესაც იგი 25 წლის იყო, გამოაქვეყნა სადოქტორო დისერტაცია „On the Fourfold Root of the Principle of Sufficient Reason“. მასში განიხილავდა ოთხ გამოკვეთილ ასპექტს, კვლევას, სამყაროს ფენომენალურობაზე, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ითქვას, რომ განიცდიდა ფენომენოლოგიის გავლენას. მან გავლენა მოახდინა ისეთ მოაზროვნეებზე როგორებიცაა ფრიდრიხ ნიცშე[18], რიხარდ ვაგნერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი[19], ერვინ შრედინგერი, ალბერტ აინშტაინი, კარლ იუნგი, ლევ ტოლსტოი, ზიგმუნდ ფროიდი, სემიუელ ბეკეტი[20], თომას მანი და სხვა.
თავისი მთავარი შრომა „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა”, შოპენჰაუერმა 30 წლის ასაკში დაწერა. 1844 წელს ამ წიგნის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა, განმარტებათა და შენიშვნების ახალი დანართით.
1860 წლის 21 სექტემბერს არტურ შოპენჰაუერი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა

სხვა აუდიოწიგნები შეგიძლია მოიძიოთ ბმულებზე:
https://www.youtube.com/playlist?list...

ვიდეოები „maia beri"-ისგან