ნოე - ვისაც სიყვარული შეუძლია /// Noe - visac siyvaruli sheudzlia

29.09.2025 03:03

ბედნიერი დღე ყველას. გამოიწერეთ არხი🙏❤️ აქ მოისმენთ ძველი და ახალი ქართული სიმღერების ვერსიებს, რომლებიც აქამდე არსად გაჟღერებულა 🎼💥 აქვე მოგმართავთ კონტენტის შემქმნელებს: არხი ოფიციალურია, ვერიფიცირებული და მონეტიზირებული, დაცულია ყველა უფლება. დიდი შრომის შედეგად ჩვენ ვქმნით ორიგინალურ სიმღერებს და ვერსიებს, რომელიც ჯერ არსად გაჟღერებულა. გთხოვთ თავი შეიკავოთ კონტენტის მოპარვისგან და შექმენით საკუთარი. წინააღმდეგ შემთხვევაში არხზე მოგივათ გაფრთხილება, რომლის მოხსნაც შესაძლოა ვერ მოხერხდეს. წარმატებას გისურვებთ ყველას, კეთილ საქმეში ❤️ დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ: Mail: [email protected] https://youtube.com/@KartveliOfficial?si=WZpnZhvT6p1O71lw ნოე - ვისაც სიყვარული შეუძლია [ქართველი] #ახალისიმღერა #2025 ლექსის ავტორი - მედეა კახიძე იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზითა და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - მთა-ბარია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია!

გაზიარება:
Paliani