ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე კომპანიის დირექტორი დააკავეს
ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. "მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi
Maestro Television-ის სხვა ვიდეოები
აშშ-ს საელჩო: "ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ს...
საპატრიარქო: "ყინწვისის იატაკი სიძველეს არ წარმოად...
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჟენევაში - რა პრობლემებ...
"მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ...
ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებული მოვლენები...
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალ...
ერგნეთში მორიგი შეხვედრა იწყება, სადაც სოფელ ჩორჩა...
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ოფიციალურ ვებ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 12 საათზე, პირველი აპრილი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
შრომის ინსპექცია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერიის განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დედაქალაქის მთავრობის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მუშა მოყვა და დაიღუ...
რადიო თავისუფლება
ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა
Maestro Television