იენს სტოლტენბერგის განცხადება

„არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის არქიტექტორი“ - ჟურნალისტის ამ კითხვაზე საპასუხოდ, ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია. იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთების საპასუხოდ, ალიანსი იპოვის გზებს ამ ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს, თუმცა, მათ ალიანსში მიღებას თურქეთი ეწინააღმდეგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები