ევროპის უნივერსიტეტი ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსს აღუდგენს
12/09/2020
ევროპის უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსი აღუდგინოს.
ამდენად, სტუდენტებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში, მომართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი, მათ არსებული დავალიანება სწავლების მთელ პერიოდზე გადაუნაწილდებათ.
ევროპის უნივერსიტეტს ამ გზით სურს, განათლება თითოეული სტუდენტისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.
#EuropeanUniversity
#ევროპისუნივერსიტეტი
#იყავიგამორჩEUლი