აქცია: „გააუქმეთ კომენდანტის საათი!“ - ალექსანდრე გიორგიძე საქმიან დილაში
03/23/2021
Business Media Georgia-ის
მიერ
სახალხო მოძრაობა #სოცაფეთქების ორგანიზატორებმა მთავრობის კანცელარიასთან \"კომენდანტის საათის\" გაუქმების მოთხოვნით უქმეებზე აქცია გაიმართეს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, დღეს არსებული შეზღუდვის - „კომენდანტის საათის“ გამო, პოტენციური ტურისტები საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ. გიდების გაანგარიშებით კი, დღეს არსებული ავიარეისებით საქართველოში, აპრილში, მოგზაურობის მიზნით 1 500 ვიზიტორი შემოვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში 2 500-3 000 გიდი მუშაობს. ცნობისთვის, #სოცაფეთქების მიერ ორგანიზებული აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - აქცია “გაუქმდეს კომენტანდის საათი”, ორგანიზატორი. გიდი
სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - აქცია “გაუქმდეს კომენტანდის საათი”, ორგანიზატორი. გიდი