გაღვიძებამდე... ♥

09/08/2016
Nini Buzariashvili-ის მიერ

მე ვთქვი რომ ვატანდი საფოსტო მტრედს ამ წერილებს
აფოსტროპს დებს მაწერინებს უკვე სიუხეშე შენზე
რადგან სიცრუე ხარ რადგან არ გიცნობ და
ისევ ვიტყუებ თავს რომ კომაში ვარ მესიზმრება
არადა იმ დღეს გნახე შემთხვევით შემეჩეხე
ვერ მიცანი ჩვენ ხომ არც გვქონია მიმოწერა
ვინ მოგწერა ალბათ ისევ გატყუებენ სიმონ
უკვე მერამდენეთ არ ვენდობი ქალებს
მე დღეს უკვე რომანებს ვხევ ჭაობისფერ
დროც გამისწრებს მონაცისფრე რადგან
სუიციდთან ერთად ვუკრავ ფორტეპიანოს შენთვის
რომ გაპატიოს მაგრამ გახსოვდეს სხვა ვერავინ შემცვლის
მე ვთქვი რომ აგიშენებ ხეზე სახლს
ახლა იმ სახლს ვატან ქარს მატყუარა ზღვისფერ თვალს
ვუსხავ ქალს რომელიც ჩემთვის შექმნილია სადღაც
და უკვე მომავალზე ფიქრი ძმაკაცურად მახლავს
თვრამეტი ღია კარიც დაიკეტა ჩემში
და აწი გაიხსნება ოცდასამი პორტო-ფრანკო
კვლავ რომ გაგიმარტო გეტყვი რომ იანვარიც გამინაბიჭვრდა ეგოისტი მზერით
ქაღალდი ვარ არა ნაწერების მუზა ვარ ვისზე ფიქრიც გაგაწამებს თვეში ერთხელ ან დღეში ორჯერ
სამუდამოდ ვერ დაივიწყებ ღიმილს რომელიც უკვე გახდა მესა'ლინის
უკვე მეცინება ოღონდ მართლა მაშინაც გამეცინა როცა მიყურებდი კართან
ვინ დათვლის რამდენი მყავდა მაგრამ ის რომ ყოველი გადაგვარდა
ჩემში შენს სუნთქვას ვგრძნობ არა გატყუებ რომ ყოველ ღამით შენ გისმენდი
მარტივია სუნთქვა მაგრამ ნახშიროჟანგიც არ ღირს შენთვის
ვით ნეშომპალა გაზაფხულის დღეებს დათვლის შენსავით
როდესაც ითვლიდი კალენდარზე დღეებს გარიჟრაჟზე წამებს გაყინულ თვეებს
ნახატის ფერებს ტალღებს ვატან როგორც შენ გაგატანე ბანკის ქუჩას მარადივად
მარად წინ ვარ გახსოვდეს ვერ მომეკარბი და მორჩა ეს ზღაპრები რომელსაც გიკითხავდი
მატყუარა ვნებით როგორც თებერვალი იანვარს უყვება თერთმეტ წუთს გაღვიძებამდე

ის ისევ გაღვიძებას ელოდება
ვიცი მეორდება ჩემში Cafe De Flore
ლექსები გრანელთან იწვიან ცეცხლზე
რომ ვერ დაივიწყონ Memento Mori

by:Поздний a.k.a Sim


-Video Upload powered by https://www.TunesToTube.com

ვიდეოები „Nini Buzariashvili"-ისგან