1

07/08/2024

გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში არ აღმოჩნდა.

წმინდა სინოდის შუამდგომლობის მიუხედავად, პრეზიდენტმა მსჯავრდებული არ შეიწყალა. გადაწყვეტილების მიზეზად მოსახლეობის სიმშვიდის უზრუნველყოფა და შესაწყალებლად საჭირო არგუმენტების არარსებობა დასახელდა. ამ კონტექსტში დღეს სალომე ზურაბიშვილმა მამალაძისთვის წაყენებული მძიმე ბრალდება და შეწყალების გამკაცრებული კრიტერიუმებიც ახსენა.

პრეზიდენტის გამოსვლას მწვავე რეაქციები მოჰყვა მსჯავრდებულის ოჯახის მხრიდან, რომელიც დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილება მარტოს არ მიუღია.

შეფასებები არაერთგვაროვანია პოლიტიკურ სპექტრშიც. ე. წ. ციანიდის გახმაურებულ საქმეზე დაკავებულ და განზრახ მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდებულ სასულიერო პირს ბრალი ამ დრომდე არ უღიარებია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.